რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს "არაფრის" პრეზენტაცია გამართა - ბესიკ დონაძე

31.03.24 17:26
რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს "არაფრის" პრეზენტაცია გამართა - ბესიკ დონაძე

"არაფრის" პრეზენტაცია - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს. ოპოზიციის წევრის თქმით, კუპრაშვილის უწყება კორუფციასთან საბრძოლველად არაფერს სრულიად აკეთებს. 

არაფრის პრეზენტაციაში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 35 440 ლარი ანუ დღეს რაჟდენ კუპრაშვილმა გამართა არაფრის პრეზენტაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორგანიზაციაც არაფერს აკეთებს. ტყუილად ჰქვია სახელწოდება „ანტიკორუფციული“, იმიტომ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯს არ დგამს, გამოძიების უფლება არ აქვს და შესაბამისად, რისი უფლებაც აქვს, იმას არ იყენებს, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

შეგახსენებთ, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს წლიური ანგარიში წარადგინა. 

მსგავსი სიახლეები