როგორ იშოვა ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ მილიონები? - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

01.04.24 11:40
როგორ იშოვა ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ მილიონები? - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

მოუწევს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მამას პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლა? ექსპრემიერის აღიარების შემდეგ, რომ მას მილიონერი მამა ჰყავს, ოპოზიცია სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. შოთაძის უწყებამ უნდა გაარკვიოს, როგორ იშოვა ბევრი მილიონი ყოფილი პრმიერ-მინისტრის ოჯახმა, რადგან დოკუმენტებით დასტურდება, რომ ტარიელ ღარიბაშვილმა მხოლოდ ერთი წლის წინ იყიდა ღვინის ქარხნის 50%-იანი წილი. დოკუმენტებში ასევე პირდაპირ წერია, რომ "ქართული ფესვები" გაკოტრების პირას იყო მისული, რადგან ბანკის სოლიდური დავალიანება ჰქონდა. 

დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ოპოზიციას გაუჩნდა ეჭვი, ხომ არ ჰქონდა ადგილი, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებით ნაშოვნი ფულის გათეთრებას, რისთვისაც ღარიბაშვილმა მამა გამოიყენა.

ჩვენ ამ ქვეყანაში ვხედავთ პენსიონერ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ არცევანის გაკეთება საკვები იყიდონ, გათბობა ჩართონ სახლში თუ წამლის ფული გადაინახონ. ამ პირობებში, როდესაც საქართველოშ პენსიონერებს ასეთი გამოწვევები აქვთ, ამ დროს ვხედავთ ერთ საოვრად გამდიდრებულ პენსიონერს და რომ ჩავეძიებით, ეს ერთი პენსიონერი რა მათემატიკურ უნარებს ფლობს ასე საოცარს, აღმოვაჩენთ, რომ მისი შვილი ბოლო 12 წლის განმავლობაში იყო ორჯერ ამ ქვეყნის პრემიერი. ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან იმაზე მითითება, რომ მას არჩენს ვიღაც სხვა ადამიანი, რომელმაც ეს ქონება მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს დააგროვა, არ არის არანაირი ალიბი, ამით ის თავს ვერ დაიცავს, - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

ღარიბაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძეც.  

ეს არის კორუმპირებული ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც უნდა მიმართული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გამდიდრდეს ისე ადამიანი დაახლოებით 5-6 წელიწადში, რომ რამდენიმე მილიონიანია ქონება დააგროვოს და წარმოუდგენელია, რომ ეს ადამიანი იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრი, ღარიბი ქვეყნის ოჯახის წევრი და გარდა ამისა, ისეთი თავხედი, რომ ამბობდეს, რომ "მე მამამ მაჩუქა ეს ქონება", როედსაც თვითონ ორჯერ გააგდო მისმა პატრონმა თანამდებობიდან, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

ექსპრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ მამამისს მილიონიანი ბიზნესი აქვს.  

მსგავსი სიახლეები