ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს, კლანის წევრებს - ბესარიონ ალავიძე
"ირაკლი ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს" - ამ სიტყვებით ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ყოფილი პრემიერის იმ განცხადებებს, რომლითაც ღარიბაშვილი ე.წ. ვეტინგის სისტემას ეწინააღმდეგება.
ალავიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ექსპრემიერი თავისნაირებს - "კლანის წევრებს" იცავს.
ირაკლი ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს (კლანის წევრებს, ე.წ. მსხვერპლებს), აბა წესიერ ადამიანებთან არასდროს არ იქნება ამ სასაცილო კაცმაცუნას ადგილი. ცოტა ხანში მოგვთხოვს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს კომპენსაცია გადავუხადოთ და გამაჯანსაღებელი აბაზანები დავუნიშნოთ. კარგი ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანების მსხვერპლებს რას უპირებთ ბატონო ირაკლი?" - წერს ალავიძე.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.