როგორ იშოვა პრემიერის მამამ ერთ წელიწადში მილიონები? - "ოცნება" უხერხულობაშია
როგორ შეიძლება ერთ წელიწადში მრავალი მილიონის შოვნა? - "ქართული ოცნება" უხერხულობაშია. მმართველი პარტია ვერ პასუხობს კითხვას, როგორ იშოვა ყოფილი პრემიერის მამამ, რომელმაც ღვინის ქარხნის 50% -იანი წილი მხოლოდ ერთი წლის წინ იყიდა, ბევრი მილიონი.
სახელისუფლებო პარტიაში, ფაქტობრივად, აღიარებენ, რომ კითხვები თავადაც აქვთ, თუმცა მაინც ამტკიცებენ, რომ გამოძიება ამ საქმით არ უნდა დაინტერესდეს.
"ქარული ოცნება" კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად თავს ისევ ოპოზიციას ესხმის.
არის საჯარო ინფორმაცია, არის დეკლარირებული გადასახადები, რომელიც უშუალოდ საჯარო მოხელეს ეხება. ოპოზიციამ ჯერ საკუთარ თავში დაინახოს დირე და მერე დაიწყოს სხვის თვალებში ბეწვების მოძებნა, - ამბობს დავით მათიკაშვილი.
კითხვაზე პასუხი არც რატი იონათამიშვილს აქვს.
კონკრეტულმა მოქალაქემ როგორ დააგროვა ქონება, ეს უნდა ჰკითხოთ კონკრეტულ მოქალაქეს. მე სხვისი ბიოგრაფი არ ვარ და ვერ გიპასუხებთ, - ამბობს რატი იონათამიშვილი.
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კი თავს "ტვ პირველს" ესხმის. "ოცნების" დანაყოფის წევრი ამბობს, კიტხვაზე პასუხს მას შემდეგ გასცემს, რაც მამუკა ხაზარაძე იტყვის, როგორ იშოვა ერთ დღეში მილიონი.
მილიონები და მილიარდები აქვს ნაშოვნი თქვენს დამფუძნებლებს კრიმინალური წარსულით. კრიმინალურად ნაშოვნი ფულით რომ ტელევიზია გაქვთ და დრესაც კრიმინალებს რომ აპიარებს, აი, ეს არის უბედურება. ჰკითხეთ ხაზარაძეს პირველი მილიონი რუბლი როგორ იშოვა. ხაზარაძემ ერთ დღეში რომ იშვა მილიონი რუსეთში, თვითონ რომ აღიარა, ეგ თქვას როგორ და მერე გიპასუხებთ კითხვაზე. 1-0 წააგე!, - ამბობს მაჭარაშვილი.
ექსპრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ მამამისს მილიონიანი ბიზნესი აქვს. ექსპრემიერის აღიარების შემდეგ კი ოპოზიცია სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.