"თვალებში ნაცრის შეყრა" - აქუბარდია ღარიბაშვილის მამის მილიონებზე

01.04.24 13:25
"თვალებში ნაცრის შეყრა" - აქუბარდია ღარიბაშვილის მამის მილიონებზე

ყველაზე დიდი მაგალითი „ქართული ოცნების“ კორუფციული მიდრეკილებების ირაკლი ღარიბაშვილია, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ის, რომ ანტიკორუფციულმა ღარიბაშვილის 2022 წლის დეკლარაციაში წუნი ვერ იპოვა, ცხადყოფს, რამხელა კორფციულ ჭაობშია დღეს "ქართული ოცნება". 

ყველაზე დიდი მაგალითი „ქართული ოცნების“ კორუფციული მიდრეკილებების არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის პენსიონერი მამა შვილის პრემიერობის დროს გამდიდრდა საეჭვოდ. ანტიკორუფციული ბიურო, რომელმაც წუნი ვერ უპოვა ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის დეკლარაციას, კიდევე ერთხელ აჩვენებს, თუ რამხელა ჭაობი არსებობს „ქართულ ოცნებაში“ და რამდენად მოსულა მათთვის ამ ტიპის მეთოდებით ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

ექსპრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ მამამისს მილიონიანი ბიზნესი აქვს.  

მსგავსი სიახლეები