უზენაესის მოსამართლე: აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ (ვიდეო)

01.04.24 14:01
უზენაესის მოსამართლე: აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ (ვიდეო)

"აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ" - ეს პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ლევან თევზაძემ დააფიქსირა.

მე ვფიქრობ, აღარ არის სიჩუმის და იმის დრო, რომ რაღაც ეთიკური სტანდარტებით შევიზღუდოთ… იმიტომ რომ საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი, პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების დამოუკიდებლობა, იმ კუთხით, რომ მავანს სურს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება”, – თქვა 11 მარტს ჩატარებული პლენუმის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრმა მოსამართლემ. 

11 მარტს ჩატარებული პლენუმის სხდომის აუდიოჩანაწერები "ნეტგაზეთმა" გამოითხოვა.

ვეტინგის სისტემის შესაძლო ამოქმედებამ გავლენიანი მოსამართლეების ნაწილი წყობიდან გამოიყვანა.  ზოგი სისტემიდან წასვლით იმუქრება, ზოგსაც აქვს მოლოდინი, რომ საქმეშიი პირადად ივანიშვილი ჩაერთვება

რა დაწერა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შესახებ ევროკომისიამ?

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას. შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და ამ პოზიციებზე დასანიშნ კანდიდატებს.

მსგავსი სიახლეები