ღარიბაშვილი პროკურატურაში უნდა იჯდეს და პასუხს სცემდეს კითხვებს, როგორ გახდა მამამისი მილიონერი - ნაცვლიშვილი

01.04.24 21:25
ღარიბაშვილი პროკურატურაში უნდა იჯდეს და პასუხს სცემდეს კითხვებს, როგორ გახდა მამამისი მილიონერი - ნაცვლიშვილი

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აღიარებას ეხმაურება და ამბობს, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური წესით, ახლა ის პროკურატურაში, გამომძიებლის კითხვებს უნდა სცემდეს პასუხს, თუ როგორ გახდა მისი პენსიონერი მამა მილიონერი.

"ლელოს" დეპუტატი "ტვ პირველის" ეთერში სავარაუდო კორუფციული გარიგებების არსებობაზე საუბრბს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო, უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გამოეკვლია ნეპოტიზმის სავარაუდო სქემები, რომელმაც "არაერთი ჩინოვნიკის ჯიბე გაასქელა".

ეს ბატონი, რომ მდიდრდებოდა არნახულად და ამ ფულს მამის ანგარიშზე აფორმებდა, მაშინ კობახიძე ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე იყო და მერე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. მას ჰქონდა არა მხოლოდ უფლება, არამედ ყველა ბერკეტი და ვალდებულება, რომ ეკონტროლებინა მთავრობა, მათ შორის, ღარიბაშვილის გამდიდრების ეს სქემები. მაშინ უნდა ებრძოლა კორუფციასთან. ახლა მაინც თუ გულწრფელია "ოცნება", მათ შორის, ივანიშვილი, რომელმაც ღიად დაასახელა კორუფცია, როდესაც მესამედ მობრუნდა პოლიტიკაში, ახლა ღარიბაშვილი უნდა იჯდეს პროკურატურაში და პასუხს სცემდეს კითხვებს, როგორ მოხდა ისე, რომ ერთი კონკრეტული პენსიონერი, რომელიც მისი მამაა, გახდა ამ ქვეყანაში მილიონერი.

მსგავსი სიახლეები