ღარიბაშვილების საეჭვო გამდიდრება - ნადირაძის თქმით, "კორუფციული სისტემა ივანიშვილმა შექმნა"
"კაცი, რომელიც სახელმწიფო მიწას საკუთარ მეუღლეს აჩუქებს, იმას რაღა უნდა მოსთხოვო. მილიონებს მოიპარავს კი არა, წააგლიჯავს ყველას ყველაფერს", - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე ყოფილი პრემიერის აღიარებას.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აცხადებს, რომ ნეპოტიზმის სისტემის სათავეში ბიძინა ივანიშვილია.
მათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს. კაცი, რომელიც სახელმწიფო მიწას საკუთარ მეუღლეს აჩუქებს, იმას რაღა უნდა მოსთხოვო?! - მილიონებს მოიპარავს კი არა, წააგლიჯავს ყველას ყველაფერს. ამის შემდეგ კითხვები არ უნდა გვქონდეს, თუ რატომ არ უნდათ ამ ადამიანებს სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო. სხვათა შორის, ძალიან დამცინავი და ირონიულია, როდესაც ამბობს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩემი დეკლარაცია რამდენჯერმე შეამოწმა და არცერთი კითხვა არ გაჩენიაო. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მანთავად წარადგინა და დანიშნა და მისი ყურმოჭრილი მონაა მთლიანად ბიურო. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის დიდი კორუფციული სისტემა, რომელიც შექმნა ივანიშვილმა", - ამბობს ნადირაძე.