ქალების უფლებები ისეთ დონეზეა, რომ პარლამენტში ადგილი დამსახურებით ექნებათ - მდინარაძე

01.04.24 22:06
ქალების უფლებები ისეთ დონეზეა, რომ პარლამენტში ადგილი დამსახურებით ექნებათ - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ადასტურებს, რომ მხარს დაუჭერს "გირჩის" ინიციატივას, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ - მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება გენდერული კვოტირების სახით ჩარევა.

მდინარაძის მტკიცებით, დღეს საქართველოში ქალთა უფლებები იმ დონეზეა, რომ ქალები საპარლამენტო მანდატს მხოლოდ "დამსახურებისა და პროფესიონალიზმის" მიხედვით მოიპოვებენ.

მოგეხსენებათ, რომ ქალთა კვოტირების თემა დროებითი პოზიტიური ღონისძიებაა, ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპზე… თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ განვითარების იმ ეტაპზე არ ვართ, რომ ეს კარგად გავიაროთ, ძალიან ცდება. მთავარი საფუძველი, დავთანხმებოდით „გირჩის ინიციატივას, იყო ის, რომ ამიერიდან საქართველოს პარლამენტში ქალები, განსაკუთრებით მომავალი დროეიდან, უნდა მოხვდნენ დამსახურებისა და პროფესიონალიზმის, და არა კვოტირების მიხედვით. ასევე უნდა მოხდეს თვითმმართველობის არჩევით ორგანოებში.

საბოლოო არგუმენტი ის არის, რომ რაღაცა პერიოდის მერე უნდა გაუქმდეს, ის რაღაცა პერიოდი არის ახლა, და ქალები უნდა მოხვდნენ დამსახურების [მიხედვით]. უკვე დადგა დრო, რომ ეს ხელოვნური ჩარევები უნდა გამოვრიცხოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ დროის იმ მონაკვეთში, განვითარების იმ ეპატზე, როდესაც არ სჭირდებათ ქალებს ჩვენი წახმარება რაღაც ხელოვნული ინსტრუმენტებით.

ქალებს აბსოლუტური თავისუფლება აქვთ თავი გამოიჩინონ, აბსოლურუტი თავისუფლება აქვთ, თავის უფლებების რეალიზება მოახდინონ, ქალები არიან ძალიან მაგრები ნებისმიერი მიმართულებით, აღარ აქვს საქართველოში ქართველ ქალს იმის პრობლემა, რომ დისკიმინაციის სუბიექტი გახდეს, მით უმეტეს პოლიტიკაში.

სად სად და პოლიტიკაში და საზოგადოებირვ ცხოვრებაში არცერთ ქალს არ აქვს იმის პრობლემა, რომ დისკრიმინაციის სუბიექტი გახდეს, მით უმეტეს იმ ნიშნით, რომ ის ქალია. გამორიცხული ამბავია”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში  უკვე დარეგისტრირდა "გირჩის" კანონპროექტი "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

ბიუროს სხდომაზე გაირკვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის შეთქნხმება შედგა, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს ხმას მისცემს „ოცნებისთვის" მისაღებ კანდიდატს.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე 3 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები