სად იქნება ნაყოფია - "ახალთან" თუ ჩაიბარებს ენმ-ის ბორდის ხელმძღვანელობას - რა ინფორმაცია აქვს გვარამიას
სად წავა კობა ნაყოფია - შეუერთდება "ახალს" თუ "ნაციონალური მოძრაობის" ბორდის ხელმძღვანელობას ჩაიბარებს - ნიკა გვარამიას თქმით, მას კობა ნაყოფიას პოზიციაზე ინფორმაცია არ აქვს.
"პირველების" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კობა ნაყოფიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ პარტიის ბორდის ხელმძღვანელობა ჩაიბაროს. კობა ნაყოფია ამ დრომდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრია და პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში რჩება.
რომ გითხრათ, რომ ყველა ინფორმაციას ვფლობ ამ მიმართულებით, ასე არ არის. გულწრფელად გეტყვით, რომ მე ეს ამბავი კობასგან არ გამიგია, უცნაური და გულდასაწყვეტი იქნება თუ ასეთი რამ ხდება და მე სხვისგან გავიგებ ამ ამბავს, ნუ, ფაქტია, რომ საინფორმაციო საშუალებებით გავიგე. მე მგონია, რომ არა (არ ხდება). ამაზე პასუხი კობამ უნდა გასცეს, ის აქ არ არის, არ გვქონდა ჩაღრმავებული საუბრის შესაძლებლობა.
ყველას არჩევანია, რას იზამს. შეიძლება ერთი წელი იძახო, რომ ეს ხაბეიშვილის პარტია გახდა და ჩემთვის საინტერესო არ არის, მაგრამ მერე ხაბეიშვილის პარტიაში მოხვდე ისევ - ეს შეიძლება მოხდეს, ქართულ პოლიტიკაში ეს მომხდარა, კობას შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა, მაგრამ მე არ ვიცი, ეს მისი არჩევანია...
ჩემი გადაწყვეტილება და ნიკას გადაწყვეტილებაც უკვე არის ცნობილი საზოგადოებისთვის და ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ჩვენს პარტიას ჰქვია ახალი, მისი ნომერია 4, ვისაც უნდა ჩვენთან კომუნიკაცია, მან იცის ჩვენი სახელი, ნომერი და პირიქით, ეს არ მოხდება, წერტილი...
გამიკვირდება, წყენა სხვა ტიპის კატეგორიაა, დანამდვილებით გამიკვირდება. ზოგადად, უკვე გასაკვირია ჩემთვის, რომ მედიიდან რაღაცებს ვიგებ იმ საკითხებზე, რომლებიც წესით და რიგით მედიაზე უნდა ვიცოდე. იმედი მაქვს, რომ ეს გაუგებრობაა, თუმცა კიდევ ვამბობ, რომ თუ ეს არ არის გაუგებრობა, ეს ქვეყანას არ დაანგრევს," - ამბობს გვარამია.