"მართლა წააკითხეთ ბიძინას?" - შეეხება თუ არა რუსული კანონი ივანიშვილის "ფონდ ქართუს"

04.04.24 00:38
"მართლა წააკითხეთ ბიძინას?" - შეეხება თუ არა რუსული კანონი  ივანიშვილის "ფონდ ქართუს"

შეხება თუ არა რუსული კანონი ბიძინა ივანიშვილის "ფონდ ქართუს"? - ირაკლი აბესაძის თქმით, კანონპროექტის მიხედვით საშში კანონი წესით,  ოლიგარქსაც უნდა შეეხოს. 

რუსული კანონი ბიძინას ააიპ ,,ფონდ ქართუზეც” გავრცელდება, რომელიც მართლა ყველაზე გაუმჭვირვალე და კანონდამრღვევი ორგანიზაციაა.
ქართული ოცნება / Georgian Dream კანონპროექტი მართლა წააკითხეთ ბიძინას?"- წერს აბესაძე. 

 

დღეს, სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ნგუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.

"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა,  პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

მსგავსი სიახლეები