რუსული კანონი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე "ოცნების" მხრიდან გაკეთებული მორიგი საბოტაჟია - საბა ბუაძე

04.04.24 11:15
რუსული კანონი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე "ოცნების" მხრიდან გაკეთებული მორიგი საბოტაჟია - საბა ბუაძე

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ რუსული კანონის უკან შემობრუნება ევროკავშირში ინტეგრაციის ფზაზე მორიგი საბოტაჟია და ამ კანონის მიღებას მმართველი გუნდი იმისთვის აპირებს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ხელი შეუშალოს.

რუსული კანონი არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე "ქართული ოცნების" მხრიდან გაკეთებული მორიგი საბოტაჟი. ეს პირდაპირ უპირისპირდება ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ეს მათ ძალიან კარგად იციან და სწორედ ევროპული პერსპექტივის ხელისშესაშლელად და მათ შორის, მათი გაფუჭებული საქმეების გადასაფარად ახლა მოიგონეს ეს ძალიან საშიში ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი კამპანია, რასაც ჰქვია რუსული კანონის უკან დაბრუნება", - განაცხადა საბა ბუაძემ.

რუსული კანონი უკვე პარლამენტშია - 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.

"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა,  პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

მსგავსი სიახლეები