საზოგადოება არათუ კანონად არ აქცევინებს ამ პროექტს, არამედ "ოცნებას" ხელისუფლებაში აღარ დატოვებს - ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს, არათუ რუსული კანონის დამტკიცებას, არამედ "ოცნებას" აღარ დატოვებს ხელისუფლებაში.
მართალი გითხრათ, არ ვიცი, ვის მიერ არის მოფიქრებული ეს პროვოკაცია, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი ზუსტად, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა არათუ ამ პროექტს კანონად არ აქცევინებს "ქართულ ოცნებას", არამედ "ოცნებას" აღარ დატოვებს ხელისუფლებაში 2024 წლის არჩევნებით", - ამბობს ახვლედიანი.
რუსული კანონი უკვე პარლამენტშია - 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.
"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.