"ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე"- წილოსანი "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე
"ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე"- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციას, რომელიც დღეს 8 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.
"დღეს პარლამენტის წინ, 8 საათზე გაიმართება აქცია - ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე.
აქციაზე გამოსული ადამიანები დაიწყებენ კანონის გაპროტესტებას, იმისათვის, რომ დარჩნენ გაუმჭვირვალეები და განაგრძონ მუშაობა ბნელ ღამეში".- წერს ნინო წილოსანი
რუსული კანონი უკვე პარლამენტშია - 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.
"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.