თუ ვინმეს უნდა, რომ მაინც გამოვიდეს ქუჩაში, ეს მათი ნებაა - მაჭარაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება აუცილებელია

04.04.24 11:34
თუ ვინმეს უნდა, რომ მაინც გამოვიდეს ქუჩაში, ეს მათი ნებაა - მაჭარაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება აუცილებელია

თუ ვინმეს უნდა, რომ მაინც გამოვიდეს ქუჩაში, ეს მათი ნებაა - "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობოების ფინანსები გამჭვირვალე უნდა იყოს, ამიტომ მიაჩნია, რომ რუსული კანონის მიღება აუცილებელია

როგორ ყიდულობენ მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ აფინანსებენ რევოლუციურ სემინარებს და როგორ ატრენინგებენ ბავშვებს, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, რომ გაუმჭვირვალეა. ვერავინ ვერ თქვა, მათ შორის, ვერც დონორმა ორგანიზაციებმა. საჭიროა ქვეყანაში იყოს ისეთი რეგულაცია, რომელიც უბრალოდ გამჭვირვალეს გახდის არასამთავრობო სექტორის ფინანსურ პროცესებს. ამიტომ ხალხს ვეღარ მოატყუებენ. თუ ვინმეს უნდა, რომ მაინც გამოვიდეს ქუჩაში, ეს მათი ნებაა და კანონის ფარგლებში შეუძლიათ, გამოხატონ პროტესტი", - ამბობს მაჭარაშვილი.

რუსული კანონი უკვე პარლამენტშია - 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რუსული კანონის მიღებას აპირებს.

"ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ რუსული კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა,  პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.

ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

 ოპოზციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს. 

 

მსგავსი სიახლეები