ზურაბიშვილს ვუპასუხებ ორი სიტყვით:" წავიდეს სახლში" - მაჭარაშვილი
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტს სახლში წასვლას ურჩევს. "ოცნების" დანაყოფის წევრი სალომე ზურაბიშვილს ისევ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მის განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.
ზურაბიშვილს ვუპასუხებ ორი სიტყვით:" წავიდეს სახლში". მას აღარ ენდობა არავინ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებში, მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის ზურაბიშვილი, იმიტომ, რომ თავისი ხალხის წინააღმდეგ განცხადებები აქვს გაკეთებული, სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებები აქვს გაკეთებული და ლეგიტიმაცია მას აღარც ხალხიდან აქვს და არარც სახელმწიფო ინსტიტუტებიდან, იმიტომ, რომ ყველა კონსტიტუციურ ორგანოს დაუპირისპირდა: მთავრობას, პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ოლიგარქის პარტიის მიერ პარლამენტში რუსული კანონის დაბრუნების შედეგ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან ჩანიშნა. მთავარსარდალის ამ ნაბიჯს წინ წინ უძღოდა მისი მწვავე გზავნილები და ხელისუფლების კრიტიკა.
მსგავსი სიახლეები
ზურაბიშვილის მიმართვა: ბოლო 30 წელია ქართველი ხალხი ქუჩაში გამოსვლებით, არჩევნებითა და გამოკითხვებით ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა!
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა რუმინეთში ტიმიშოარას ფორუმზე - „ევროპული ღირებულებები“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.