ბერაია დააჯილდოვეს რუსული კანონის მხარდაჭერისა და ქალების მიმართ ბინძური დამოკიდებულებისთვის - ვაშაძე

05.04.24 15:15
ბერაია დააჯილდოვეს რუსული კანონის მხარდაჭერისა და ქალების მიმართ ბინძური დამოკიდებულებისთვის - ვაშაძე

"ირაკლი ბერაიას დანიშვნა უკავშირდება რომ დააჯილდოვეს ეს ადამიანი რუსული კანონის მხარდაჭერისთვის და ქალების მიმართ ბინძური დამოკიდებულებისთვის," - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ირაკლი ბერაიას დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნას.

როგორც ვაშაძე ამბობს, პარტიის წევრის დაზვერვის სამსახურში გადაყვანით ამ უწყებას პარტია პირდაპირ იქვემდებარებს. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ "ოცნებაში" დაპირისპირებაა ორ ჯგუფს - კობახიძისა და ღარიბაშვილის დაჯგუფებას შორის და თანამდებობებიც ამ კუთხით ნაწილდება.

დაზვერვის სამსახური რომ საქართველოს სამსახურში უნდა იდგეს და არა პარტიის სამსახურში და პარტიის ინტერესების გამტარებელი არ უნდა იყოს, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, უფრო მეტად პარტიულ ინტერესებს გაატარებენ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები.
შიგნით ერთმანეთს ხოცავენ, ჭამა აქვთ ერთმანეთის, ვინ მეტ ფულს იშოვის - რა თქმა უნდა, იბრძვიან, რომ ერთის კადრმა მეორე ჩაანაცვლოს. ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ არასახელმწიფოებრივი და ამორალური ქმედებების გამორჩეული ადამიანების დაწინაურება ხდება ქვეყანაში,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბერაიას მიერ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება რამდენიმე თვის წინ ქალმა დეპუტატებმა მოითხოვეს მის მიერ სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო:

ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს - ხათუნა სამნიძე

ქალი პოლიტიკოსების მიმართ გამოყენებულ უმძიმეს სექსისტურ განცხადებებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ვითხოვთ - SJC

რა სასჯელი უნდა დაეკისროს დეპუტატს, რომელიც ქალებზე ძალადობას ახალისებს? - იურისტების ინიციატივა

 

მსგავსი სიახლეები