ვფიქრობ, რომ ეს დაქვეითებაა და არა დაწინაურება - აქუბარდია ბერაიაზე
"ერთი დღე არ აქვს ნამუშევარი დაზვერვის სამსახურში," - ამ განცხადებას დეპუტატი თეონა აქუბარდია აკეთებს და ეხმაურება დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაიას დანიშვნას.
აქუბარდიას თქმით, ბერაიას საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვს ამ უწყების სათავეში ყოფნისთვის. აქუბარდიას შეფასებით, ბერაიასთვის ეს დაქვეითებაა.
ეს არის აღიარება „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის, რომ არ ჰყავდათ ეს კაცი სწორ პოზიციაზე, მაგრამ როდესაც დაზვერვის სამსახურის უფროსად გადაჰყვათ, მაშინ, როდესაც ამ პოზიციას იკავებდა კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი, როდესაც ერთი დღე არ აქვს ნამუშევარი დაზვერვის სამსახურში და მხოლოდ ლევან იზორიას წარმომადგენელი იყო გარკვეული დროით სუს-ში - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით დანიშვნა, დაწინაურება თუ დაქვეითება და მე ვფიქრობ, რომ ეს დაქვეითებაა და არა დაწინაურება, არის „ქართული ოცნების“ მთავარი ხაზი და არა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იმ მოცემულობაში, როდესაც არათუ რუსეთის აგრესია არის უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ჩვენს რეგიონში საკმაოდ სერიოზული ცვლილებები ხდება,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბერაიას მიერ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება რამდენიმე თვის წინ ქალმა დეპუტატებმა მოითხოვეს მის მიერ სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო:
ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს - ხათუნა სამნიძე
რა სასჯელი უნდა დაეკისროს დეპუტატს, რომელიც ქალებზე ძალადობას ახალისებს? - იურისტების ინიციატივა