"ოცნებამ" საქართველოს პარლამენტი რუსეთის საელჩოდ აქცია - სოფო ჯაფარიძე
"ოცნებამ" საქართველოს პარლამენტი რუსეთის საელჩოდ გადააქცია", - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებით საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთს უთხრა უარი.
დღეს სწორედ ამ ბავშვების გამო, მათი უკეთესი მომავლის გამო ვართ ადამიანები აქ შეკრებილები, რადგან ვხედავთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს შენობა, საკანონმდებლო ორგანო აქცია რუსეთის საელჩოდ. აღარანაირი ნიშანწყალი აღარ არსებობს, რომ ჩვენ ხელისუფლებას დასავლეთთან რაიმე ბმა აკავშირებს. მე მჯერა, რომ რუსული გეგმა ვერ განხორციელდება", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
პარლამენტში ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი მეორედ დაინიცირდა. კანონპროექტზე მსჯელობა კი პარლამენტში პარასკევიდან დაიწყება.
ბიუროს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები სამთავრობო გუნდთან - აინტერესებდათ, რას პასუხობენ ისინი პარტნიორების კრიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული კანონი. ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსული კანონი პარლამენტმა არ მიიღოს.