"ოცნება" რუსული კანონით საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ატარებს - ბარამიძე

08.04.24 22:10
"ოცნება" რუსული კანონით საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ატარებს - ბარამიძე

ენმ-ის წარმომადგენელი, გიორგი ბარამიძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერში რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება და პირდაპირ ამბობს, რომ ოლიგარქის გუნდი საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ატარებს.

ბარამიძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ დროა, "ოცნებამ" ძალაუფლება დაკარგოს.

ეს ყველაფერი წამოვიდა პირდაპირ კრემლიდან. მიზანი არის კრემლის დავალების შესრულება, რადგან კრემლმა დაინახა, რომ "საქართველომ ძალიან შეტოპა". ის არ გამოუვიდათ, რომ მათივე დახმარებით ესენი კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სტატუსი არ მიგვეღო. თუკი რამე შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთეს. ევროპარლამენტმა, რომელმაც უნდა მიგვიღოს, ამ რეზოლუციას უწოდებდნენ, რომ ჩალის ფასი აქვსო", - ამბობს ბარამიძე.

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი მეორედ დაინიცირდა. კანონპროექტზე მსჯელობა კი პარლამენტში პარასკევიდან დაიწყება

ბიუროს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ჰქონდათ კითხვები სამთავრობო გუნდთან - აინტერესებდათ, რას პასუხობენ ისინი პარტნიორების კრიტიკას, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსული კანონი. ოპოზიცია ითხოვს, რომ რუსული კანონი პარლამენტმა არ მიიღოს.

 

მსგავსი სიახლეები