საქართველოს ხალხი შეუჩერებელია, შემდეგი სადგური ევროპის კავშირი - ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი

09.04.24 22:40
საქართველოს ხალხი შეუჩერებელია, შემდეგი სადგური ევროპის კავშირი - ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი

"საქართველოს ხალხი შეუჩერებელია #April9. შემდეგი სადგური ევროპის კავშირი", - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე X-ზე წერს.

ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი საქართველოში 9 აპრილს გამართულ თავისუფლების მარშსა და რუსული კანონის საწინააღმდეგო პროევროპულ აქციას ეხმაურება. 

თბილისში ჩატარებულ თავისუფლების მარშს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსიც გამოეხმაურა.

თბილისში, "თავისუფლების მარში" რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან დასრულდა სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!".

დაანონსდა მომდევნო აქცია ორშაბათს, სწორედ იმ დღეს, როცა "ოცნება" რუსული კანონის საკომიტეტო განხილვას იწყებს.

მსგავსი სიახლეები