პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მივდივართ პრეზიდენტთან, მივმართავთ შეწყალების თხოვნით - ლაზარეს ადვოკატი
პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მივმართავთ - რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მარტში დაკავებული ახალგაზრდის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, რომ ეს არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ჩვენ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, ბოლო განცხადებებით არაერთხელ დავაფიქსირეთ, თუმცა 9 წელს მაინც არ ველოდით. ჩვენ ახლა მივდივართ საქართველოს პრეზიდენტთან, კანცელარიაში, განცხადება გამზადებული გვაქვს, მასალები დიდი ხანია უკვე მიტანილი გვაქვს, მხოლოდ განცხადებას ჩავაბარებთ და მივმართავთ შეწყალების თხოვნით.
ეს არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, სასამართლოს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება", - ამბობს ლიკა ბითაძე.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა.
რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)
ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!