დაუსაბუთებელი, უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილება - გრიგორიადისის ადვოკატი

12.04.24 10:58
 დაუსაბუთებელი, უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილება - გრიგორიადისის ადვოკატი

განაჩენს გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და მივმართავთ პრეზიდენტს შეწყალებისთვის - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისი ადვოკატი საუბრობს.

როგორც ადვოკატი ამბობს, მოსამართლის გადაწყვეტილება, მარტის აქციებზე დაკავებული ახალგაზრდისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უსამართლოა.

ჩვენ ვიხილეთ რა რამდენად დაუსაბუთებელი, უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, ლაზარე გრიგორიადისი ორივე წარდგენილ ბრალდებაში ცნო დამნაშავედ და გამოიყენა მის მიმართ მაღალი სასჯელი, მაშინ როდესაც აღნიშნული სასჯელი ითვალისწინებდა 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და გამოიყენა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მე არ ვიცი განაჩენს ზვიად შარაძე როგორ დაასაბუთებს, ვინაიდან საერთოდ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება აღნიშნული გადაწყვეტილება მიეღო. ძალიან საინტერესო იქნება თითოეული იურისტისთვის, თუ როგორ უნდა დაასაბუთოს უსამართლო გადაწყვეტილებას,“ - ამბობს ადვოკატი.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. 

რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)

ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!

 

მსგავსი სიახლეები