ხელისუფლებამ ლაზარეს დასჯით შური იძია მთელ ქართველ ხალხზე - მამა ზაზა

12.04.24 11:07
ხელისუფლებამ ლაზარეს დასჯით შური იძია მთელ ქართველ ხალხზე - მამა ზაზა

"ყველა ჩვენგანი ვართ ლაზარეს წინაშე ვალში და ამას არ უნდა შევეგუოთ და რა საშუალებებიც არსებობს, ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს არის უსამართლო სამართალი," - ამ განცხადებას მამა ზაზა აკეთებს.

მამა ზაზა ლაზარესთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდებას უარყოფითად აფასებს და თვლის, რომ უსამართლო გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლემ.

მოსალოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ლაზარეს დასჯით შური იძია მთელ ქართველ ხალხზე, იმ ხალხზე, ვინც ამ ყველაფერს ვაპროტესტებდით, ყველა ჩვენგანი ვართ ლაზარეს წინაშე ვალში და ამას არ უნდა შევეგუოთ და რა საშუალებებიც არსებობს, ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს არის უსამართლო სამართალი,“ - ამბობს მამა ზაზა.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. 

რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)

ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!

 

მსგავსი სიახლეები