"საშინელი მთავრობა გვყავს" - რა შეფასებები მოჰყვა ლაზარეს 9-წლიან პატიმრობას

12.04.24 11:11
"საშინელი მთავრობა გვყავს" - რა შეფასებები მოჰყვა ლაზარეს 9-წლიან პატიმრობას

ლაზარე გრიგორიადისისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდებას კრიტიკული შეფასბეები მოჰყვა. მოქალაქეები, ვინც საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ მარტის აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდის საგულშემატკივროდ, თვლიან, რომ მოსამართლემ დავალება შეასრულა და ლაზარე უსამართლოდ გაუშვა ციხეში.

თავიდან მოლოდინი მქონდა, რომ მიუსჯიდნენ, მაგრამ ბოლომდე მაინც რომ არ გჯერა, რომ მაგაზე ხელის მომწერი ვინმე იქნება, იმიტომ, რომ მარტო პოლიციელის ჩვენებით არის 9 წლით ციხეში ჩასმული, საშინელი ქვეყანა და საშინელი მთავრობა გვყავს,“ - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

მოქალაქეები ახლა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან - მასზეა დამოკიდებული შეიწყალებს თუ არა ლაზარეს. ოჯახი დღესვე აპირებს შეწყალების მოთხოვნით მისვლას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 

მოლოდინი იყო, რომ ადამიანობას გამოიჩენდა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა კოშმარია. ველოდებით, ერთადერთი ჩვენი იმედია, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვიცი, რომ შეიწყალებს ლაზარეს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. 

რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)

ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!

 

მსგავსი სიახლეები