ბოკერია: თუ ლაზარე არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, აბა, ვინ შეიძლება იყოს შეწყალების ობიექტი?

12.04.24 11:15
ბოკერია: თუ ლაზარე არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, აბა, ვინ შეიძლება იყოს შეწყალების ობიექტი?

"თუ ლაზარე არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, აბა, ვინ შეიძლება იყოს შეწყალების ობიექტი?" - ამ კითხვას "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია სვამს. 

როგორც ბოკერია ამბობს, მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

არ არის ეს მოულოდნელი, პირიქით, ალბათ, სენსაცია იქნებოდა, ეს ასე4 რომ არ მომხდარიყო, ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, როგორ ჩიხში ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს შეყვანილი ქვეყანა. თუ ლაზარე არ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, აბა, ვინ შეიძლება იყოს შეწყალების ობიექტი, რისთვის არის მაშინ ეს ინსტიტუტი,“ - ამბობს გიგა ბოკერია. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. 

რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)

ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!

 

 

მსგავსი სიახლეები