ლაზარეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ხალხს, შეიცვლება ისევ ქართველი ხალხის მიერ - ფავლენიშვილი

12.04.24 11:25
ლაზარეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ხალხს, შეიცვლება ისევ ქართველი ხალხის მიერ - ფავლენიშვილი

"ლაზარეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ხალხს, შეიცვლება ისევ ქართველი ხალხის მიერ," - ამ განცხადებას "პირველებთან" ირაკლი ფავლენიშვილი აკეთებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, ლაზარე პატიმრობაში დიდხანს არ იქნება. 

ეს განაჩენი, ისევე, როგორც განაჩენი, რომელიც ივანიშვილმა გამოუტანა ქართველ ხალხს - კრემლის ინტერესების გატარება, საქართველოს გაღარიბება, პოლიტიკური პატიმრებით ქვეყნის გავსება, ეს განაჩენი შეიცვლება ისევ ქართველი ხალხის მიერ და ლაზარე აუცილებლად იქნება თავისუფალი,“ - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. 

რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)

ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!

 

 

მსგავსი სიახლეები