შოლცის გვერდზე მდგომმა პრემიერმა დაადანაშაულა დასავლეთი, რომ ის იბრძვის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისთვის - გვარამია
"კანცლერი შოლცის გვერდზე მდგომმა საქართველოს პრემიერმინისტრმა პირდაპირ დაადანაშაულა დასავლეთი და ირიბად შოლცი, რომ დასავლეთი იბრძვის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისთვის", - ამ განცხადებით ეხმაურება ნიკა გვარამია შოცლთან პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძის მხრიდან გახმოვანებულ ბრალდებებს დასავლეთის მიმართ.
როგორც "ახალის" თანათავმჯდომარე "დღის ამბებთან" ამბობს, შოლცის გვერდზე მდგარმა პრემიერმა დასავლეთი დაადანაშაულა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის.
როცა მთავარ ევროპელ ლიდერთან გვერდით დგახარ და ახმოვანებ მესიჯს, რომ დასავლეთი არის ავტორი სახელმწიფო გადატრიალებების თუ წამქეზებელი სახელმწიფო გადატრიალებების, ამაზე მეტი ველურობა არის შეუძლებელი.
მინდა ქართველებს მივმართო, რომ სანამ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენენ ველურები, ამ ქვეყანას განვითარების შანსი არ აქვს.
კანცლერი შოლცის გვერდზე მდგომმა საქართველოს პრემიერმინისტრმა პირდაპირ დაადანაშაულა დასავლეთი და ირიბად შოლცი, რომ დასავლეთი - ომის პარტია, როგორც ისინი ეძახიან, იბრძვის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისთვის, ეს იყო პირდაპირ რაც მან თქვა და ირიბად, რაც მიანიშნა,“ - ამბობს გვარამია.
რატომ შემოაბრუნეს რუსული კანონი - კობახიძე შოლცთან თავს იმართლებს და ხელს NGO-ებისკენ იშვერს