"ქართულ ოცნებას აქვს ორი არჩევანი" - ხაზარაძე შოლცის მკაცრი გზავნილების შემდეგ

12.04.24 17:18
"ქართულ ოცნებას აქვს ორი არჩევანი" - ხაზარაძე შოლცის მკაცრი გზავნილების შემდეგ

"ქართულ ოცნებას აქვს ორი არჩევანი - პირველი, რომ გამოიწვიოს კანონპროექტი უკან, ან მეორე არჩევანი - დეკლარირებულად დაადგეს რუსეთის გზას," - ამ განცხადებას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს. 

ხაზარაძე ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას ეხმაურება, სადაც ოლაფ შოლცმა უმკაცრესი გზავნილები გაახმოვანა რუსულ კანონთან დაკავშირებით და "ოცნებას" მოუწოდა, რომ უკან გაიწვიონ კანონი.

ველოდებოდი, რომ იქნებოდა ასეთი შეფასება და გზავნილები, სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ქართულ ოცნებას აქვს ორი არჩევანი - პირველი, რომ გამოიწვიოს კანონპროექტი უკან და დაუბრუნდეს 9 პუნქტის შესრულებას, რაც არის მოსახლეობის არჩევანი, რომ სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ან მეორე არჩევანი, რაც არის ძალიან ცუდი არჩევანი მათთვის, პირველ რიგში, რომ დეკლარირებულად დაადგეს რუსეთის გზას, რასაც დიდი ხანია ვიძახით, რომ ისინი ადგანან, ასე, რომ დაველოდოთ რამდენიმე დღე,“ - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

შოლცმა ირაკლი კობახიძე საჯაროდ გააკრიტიკა რუსული კანონის შემობრუნების გამო - "დიდი იმედი გქონდა აღარ დადგებოდა დღის წესრგიში ამ კანონის შემობრუნება".

რატომ შემოაბრუნეს რუსული კანონი - კობახიძე შოლცთან თავს იმართლებს და ხელს NGO-ებისკენ იშვერს

 

მსგავსი სიახლეები