კობახიძემ დღეს რაც იკადრა, მისი მსგავსი მდგომარეობა, ნანახი მაქვს - მელია
კობახიძემ იკადრა და პრაქტიკულად, დებატებში გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოება - პარტია "ახალის" თავმჯდომარე საქართველოს პრემიერის გერმანიაში ვიზიტი "ტვ პირველის" ეთერში შეაფასა.
ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერმა სრული ლუსტრაცია მოახდინა.
დღეს ბატონმა კობახიძემ რაც იკადრა, რამდენი რამ იკადრა ხომ, დღეს ამ ადამიანის სახეს რომ ვუყურებდი, თითქოს ნანახი მქონდა მისი მსგავსი მდგომარეობა ერთხელ. მან გაბედა და თქვა, რომ კანცლერი შოლცის ვალდებულება არ არის ქართული კანონების კითხვა, რომ თითქოს ბიუროკრატიამ შეიყვანა ის შეცდომაში და არგუმენტები უნდა იყოს დასაბუთებული. პრაქტიკულად, დებატებში გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოება, მაშინ როდესაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დებატებში არ მოდის, თქვენთან არ მოდის გადაცემებში ერთი ერთზე სტუმრად და მერე დააყოლა, რომ ასეთი არგუმენტები თეორიულადაც ვერ იარსებებს და შესაბამისად ჩვენ გადაწყვეტილებას არ შევცვლით, ღირსების საკითხი არისო. ღირსების საკითხი კი არ არის კობახიძევ და ივანიშვილო, ეს არის ეროვნული ამოცანის საკითხი. თქვენ გაქვთ სხვა ინტერესი, ჩვენ გვაქვს სხვა ინტერესი ამ პროცესში", - ამბობს მელია.
შოლცმა ირაკლი კობახიძე საჯაროდ გააკრიტიკა რუსული კანონის შემობრუნების გამო - "დიდი იმედი გქონდა აღარ დადგებოდა დღის წესრგიში ამ კანონის შემობრუნება".
რატომ შემოაბრუნეს რუსული კანონი - კობახიძე შოლცთან თავს იმართლებს და ხელს NGO-ებისკენ იშვერს