გერმანიის კანცლერი ევროკავშირის დირექტივას დაუპირისპირდა - მდინარაძე
შოლცის უმწვავესი კრიტიკა - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ გერმანიის კანცლერი ევროკავშირის დირექტივას დაუპირისპირდა.
მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ შოლცს ევროდირექტივა და და ინიციატივა არ მოსწონს და სწორედ ამისკენ იყო მიმართული მისი მწვავე გზავნილები და არა საქართველოს ხელისუფლების მისამართით.
კარგად დაფიქრდნენ ყველა, როდესაც წაუკითხავ კანონს აპროტესტებენ. არ უნდათ ორგანიზაციებს, ეს არგუმენტი არ არის, ერთადერთი ვალდებულება არის რეესტრში დარეგისტრირება და დეკლარაციის შევსება, ანუ გამჭვირვალობა. თუ ეს მისაღებია ცივილიზებული სამყაროს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს მოქმედებს. გერმანიის კანცლერმა თქვა რომ მსგავსი ჩვენთან არ არსებობსო, არც ჩვენთან არსებობს. ასევე ჯერ არ არსებობს ევროკავშირში. იქაც ინიცირებულია და ჩვენთანაც ინიცირებულა. მაგრამ მან იმედი გამოთქვა, რომ არ მიიღებთო ამ სახით საქართველოშიო, ისევე, როგორც თქვა ევროკავშირზეც. ანუ გერმანიის კანცლერი დაუპირისპირდა ევროკავშირის დირექტივასაც და ინიციატივასაც. ამ სფეროს რეგულირების ევროპისეულ ვერსიასაც შეეწინააღმდეგა, მას თავისი პოზიცია აქვს და არ მოსწონს ჩანს ევროდირექტივა" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რატომ შემოაბრუნეს რუსული კანონი - კობახიძე შოლცთან თავს იმართლებს და ხელს NGO-ებისკენ იშვერს