პოლიციის დისკრედიტაციას თუ ვინმე ახდენს, ახდენს ხელისუფლება - ბესელია

13.04.24 17:34
პოლიციის დისკრედიტაციას თუ ვინმე ახდენს, ახდენს ხელისუფლება - ბესელია

"ოცნების" ახალი თავდასხმა პრეზიდენტზე - ეკა ბესელიას თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები სხვა არაფერია თუ არა იერიში პრეზიდენტის წინააღმდეგ.

ბესელია ამბობს, რომ თუ ვინმე პოლიციის დისკრედიტაციას ახდენს, ეს მხოლოდ და მხოლოდ "ოცნების" ხელისუფლებაა.

ეს არის პირდაპირი იერიში პრეზიდენტის წინააღმდეგ და ჩვენ ვხედავთ ახლა პროვოკაციებს, ბევრ სხვადასხვა უხამს გამონათქვამებს, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს იმ პროცესს, რომელიც არის სამართლიანი პროცესი. პოლიციის დისკრედიტაციას თუ ვინმე ახდენს, ახდენს ხელისუფლება, როდესაც ის გამოჰყავს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და აძლევს უკანონო დავალებებს", - ამბობს ბესელია.

დღეს "ოცნების" თავმჯდომარემ" ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალებით, "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა პოლიციას".

ხოლო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას "ნაცური" უწოდა.

 

მსგავსი სიახლეები