ნაცვლიშვილის თქმით, "ოცნებას" პოლიცია არ ადარდებს
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" პოლიცია არ ადარდებს, რადგან ეს რომ ასე იყოს, მაშინ უამრავი პოლიციელი არა მარტო პოლიციას, ქვეყანას არ დატოვებდა.
ნაცვლიშვილის თქმით, პოლიციის მუნდირის დაცვა მმართველმა გუნდმა პრეზიდენტთან ახალი იერიში წამოსაწყებად გადაწყვიტა.
პრეზიდენტთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ ერთ ინსტიტუციასთან, ან ერთ ადამიანთან ბრძოლა. ასე ებრძვიან ისინი ყველას, ვინც არ ემორჩილება "ქართული ოცნების" დაკვეთებს და ვინც მედგრად დგას საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე. მეტად უფრო აღელდებოდნენ, პოლიცია რომ ადარდებდეთ. იმ ათასობით პოლიციელმა, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, ზუსტად ძალიან მძიმე მდგომარეობის გამო, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პოლიციაში შექმნა, არა მხოლოდ პოლიცია, არამედ ქვეყანა დატოვა. მაშინ რატომღაც არ მახსენდება "ქართული ოცნების" ღელვა პოლიციაზე და პოლიციელების მუნდირზე", - ამბობს ნაცვლიშვილი.
დღეს "ოცნების" თავმჯდომარემ" ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალებით, "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა პოლიციას".
ხოლო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას "ნაცური" უწოდა.