ბიჭუნას უხეში, არადიპლომატიური ქცევა - ნათელაშვილი კობახიძეზე

13.04.24 17:49
ბიჭუნას უხეში, არადიპლომატიური ქცევა - ნათელაშვილი კობახიძეზე

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოლაფ შოლცთან შეხვედრას ეხმაურება - პირველი ლეიბორისტი საგანგებო ბრიფინგზე ღიად ამბობს, რომ კობახიძემ დიპლომატიურად მოქცევის წესები უხეშად დაარღვია.

ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ ოლიგარქის გუნდის მიერ ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაცია არ ექნება. მეტიც, პირველი ლეიბორისტი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ არჩევნები ევროკავშირის ეგიდით ჩატარდეს.

მე ძალიან დიდი გულისწუხილი მინდა გამოვთქვა გუშინ, ბერლინში, ოლიგარქის პრემიერ-მინისტრი ბიჭუნას უხეში, არადიპლომატიური ქცევების გამო, ჩვენი მეგობარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელთან. პირდაპირ ვთქვათ, რომ მსოფლიო პოლიტიკის და დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი საჯაროდ გამოტანილი უხეშობა ამგვარ მაღალ დონეზე და ეს არ უქნია, მათ შორის, ბოლშევიკების საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს, როდესაც ის ბერლინში ჩავიდა და შეხვდა ჰიტლერის საგარეო საქმეთა მინისტრს.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, ვისთან გვაქვს საქმე და ვის ხელში იყო ჩვენი ქვეყნის ბედი. იმედია, ეს ასე აღარ იქნება. ბოლო დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ ოლიგარქის მიერ ჩატარებულ აქციებს არ ექნება არანაირი დამაჯერებლობა, ლეგიტიმაცია და კანონიერი დასაბუთება. ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ევროკავშირის ეგიდით, ხოლო შედეგები დაამტკიცოს ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ საერთო ფორმატში, რომელიც იქნება შექმნილი არჩევნების წინ", - ამბობს ნათელაშვილი.

შოლცმა ირაკლი კობახიძე საჯაროდ გააკრიტიკა რუსული კანონის შემობრუნების გამო - "დიდი იმედი გქონდა აღარ დადგებოდა დღის წესრგიში ამ კანონის შემობრუნება".

რატომ შემოაბრუნეს რუსული კანონი - კობახიძე შოლცთან თავს იმართლებს და ხელს NGO-ებისკენ იშვერს.

მსგავსი სიახლეები