"ოცნების" დეპუტატები პარლამენტს გაძლიერებული დაცვის ფონზე ტოვებენ
"ოცნების" დეპუტატები პარლამენტს გაძლიერებული დაცვის ფონზე ტოვებენ. ისინი სპეცრაზმის დახმარებით მოქალაქეების გვერდის ავლით გადიან შენობიდან. თუმცა მათი მისამართით მოქალაქეები ყვირიან - "მონებო!" "რუსო!" "მოღალატეებო".
"ოცნებამ" რუსულ კანონს კომიტეტზე მხარი დაუჭირა. მმართველმა პარტია კომიტეტზე მხარდაჭერის შემდეგ უკვე სასესიო სხდომაზე დააყენებენ კანონპროექტს კენჭისყრაზე.
პარლამენტის შენობა სპეცრაზმელების ალყაშია. დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოსთან - მოქალაქეებს პარლამენტის შენობისთვის შემოვლის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. სამართალდამცავებს პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია სრულად გადაკეტილი აქვს.
ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა, რობოკოპები.
რუსთაველზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჰყავთ. ამის ამსახველი კადრები "პირველებმა" გადაიღო.
9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმელები სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს. მათ თან აქვთ ხელკეტები და ფარები.
პარლამენტთან მსვლელობა იწყება - აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესასვლელთან მივლენ და ასე გააგონებენ ოცნების დეპუტატებს ხმას - არა რუსულ კანონს! მოქალაქეები ხელაწეული გადაადგილდებიან.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ხარება" გამოჩნდა.