აშშ რუსულ კანონზე მორიგ განცხადებას ავრცელებს - სახდეპი შეშფოთებას გამოთქვამს "ოცნების" ინიციატივაზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს - სახდეპის სპიკერის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს ევროპულ მომავალზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
მეთიუ მილერი პირდაპირ აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ დაინიცირებული რუსული კანონი მედიის თავისუფლებას მნიშვნელოვნად ხელყოფს.
"კანონპროექტი დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს ხელს შეუშლის საქმიანობაში" - ამბობს მილერი და ამატებს, რომ ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ზიანს მიაყენებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, ხელს შეუშლის, მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე, თუკი მისი კანონის სახით მიღება მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.