"თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, მტკიცებულებები წარმოადგინონ" - პაპუაშვილი შტატებს ტერორში ადანაშაულებს
შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საელჩოს ტერორში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი იერიშის სამიზნე სტრატეგიოული პარტნიორი ამჯერად მოსამართლეებზე გაკეთებული მწვავე განცხადების გამო გახდა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ "კლანზე" გამოძიების დაწყება არარელევანტურია და სახდეპისგან მტკიცებულებებს ითხოვს.
სამართლებრივი სახელმწიფო ასე არ მუშაობს - ეუბნება პარლამენტის თავმჯდომარე შტატებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები მივიდნენ მოსამართლესთან, მოსთხოვეს ანგარიში და ამითი ის გახადეს მორალური ტერორის ობიექტი. აი აქ არის ყველა არგუმენტი და ფაქტი ყველაფრისთვის მოცემული იმისთვის, რომ დაველოდოთ განმარტებებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან.
რაც შეეხება სანქციებს, ვფიქრობ, რომ აქაც არასერიოზულია ამ საკითხზე მსჯელობა. არაერთხელ ითქვა, ერთი ფაქტი მაინც მოგვაწოდეთ. დოგმის დონეზე გვეუბნებიან, რომ ვიღაც ავტორიტეტმა თქვა და ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება და სამართლებრივი სახელმწიფო ასე არ მუშაობს. თუკი ვინმეს აქვს რაიმე პრეტენზია რომელიმე საქართველოს მოქალაქის და საქართველოში მყოფი ნებისმიერი პირის მიმართ, უნდა წარმოადგინოს რაიმე ხელშესახები მტკიცებულება", - ამბობს პაპუაშვილი.
აშშ "ოცნებას" კორუმპირებული მოსამართლეების დასჯას სთხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორიგი მწვავე განცხადება გაავრცელა.