ხელისუფლება ვერ დაემალება პასუხისმგებლობას, არ გამოვრიცხავ სანქციებს - ნაცვლიშვილი

16.04.24 11:42
ხელისუფლება ვერ დაემალება პასუხისმგებლობას, არ გამოვრიცხავ სანქციებს - ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ კლანის მფარველობისა და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შტატებმა შესაძლოა, "ოცნების" ხელისუფლების მიმართ სანქციები აამოქმედოს.

ხელისუფლება, რომელიც გადაფარებულია სასამართლო კლანს და მისი მეშვეობით ამრუდებს სამართალს საქართველოს ათასობით მოქალაქისთვის, ვერ დაემალება პასუხისმგებლობას და მათაც მოუწევთ პერსონალური ფასის გადახდა, მათ შორის, არ გამოვრიცხავ სანქციებს, როგორც მოსამართლეთა კლანის მფარველობის, ასევე თუ საბოლოოდ მიიღებენ რუსულ კანონს, ამ შემთხვევაშიც", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

აშშ "ოცნებას" კორუმპირებული მოსამართლეების დასჯას სთხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორიგი მწვავე განცხადება გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები