კალაძე სანქცირებულ მოსამართლეებს იცავს და შტატებისგან მტკიცებულებებს ითხოვს

16.04.24 13:45
კალაძე სანქცირებულ მოსამართლეებს იცავს და შტატებისგან მტკიცებულებებს ითხოვს

"ქართული ოცნება" სასამართლო კლანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ აპირებს - თბილისის მერი  კახა კალაძე  სანქცირებულ მოსამართლეებს იცავს  და შტატებისგან კვლავ მტკიცებულებებს ითხოვს.

კალაძის თქმით, კანონის ფარგლებს სცდება, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვისმინეთ ეს განცხადებები, ვერ ვნახეთ, ვერც ერთი ფაქტი, ვერც ერთი მტკიცებულება, რა აქვთ ჩადენილი აღნიშნულ მოსამართლეებს. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რაიმე ქმედებების განხორციელებას გინდ სამართლებრივად, გინდ ადამიანურად, ყველანაირი თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი. გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს", - ამბობს კალაძე. 

აშშ "ოცნებას" კორუმპირებული მოსამართლეების დასჯას სთხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორიგი მწვავე განცხადება გაავრცელა.  

მსგავსი სიახლეები