არ იყო გაყალბებები, ამიტომ გადავწყვიტეთ მხარი დაგვეჭირა კალანდარიშვილისთვის - ფრიდონ ინჯია
ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილის არჩევას მხარს ქართული ოცნების გარდა ევროპელი სოციალისტები და გირჩი უჭერს.
ფრიდონ ინჯია "პირველებთან" განმარტავს, რატომ არის მისთვის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა მისაღები.
არ იყო გაყალბებები, არ იყო ისეთი ცდომილებები, რომელსაც შეეძლო რამე ზეგავლენა მოეხდინა არჩევნებზე, ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს და ყველა შუალედურ არჩევნებს, რომელიც ამ წლის განმავლობაში ჩატარდა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ მხარი დაგვეჭირა ამ კანდიდატისთვის,“ - ამბობს ფრიდონ ინჯია.
პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურების არჩევა ისევ ჩავარდა. ცესკოს თავმჯდომარეობისთვის საკმარისი ხმები გიორგი კალანდარიშვილმა ვერ მოაგროვა.