"ოცნების" არჩეული კანდიდატი იქნებოდა ცესკოს თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, დავუჭერდით თუ არა ჩვენ მხარს - რაქვიაშვილი

16.04.24 17:56
"ოცნების" არჩეული კანდიდატი იქნებოდა ცესკოს თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, დავუჭერდით თუ არა ჩვენ მხარს - რაქვიაშვილი

ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს გირჩი უჭერს. მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებასა" და "გირჩს" შორის შეთანხმება შედგა, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ ამ სიტყვას მისი პარტია არ შეცვლის.

იმედი მაქვს, რომ კალანდარიშვილის გამო არაფერი პრობლემა არ გაჩნდება, იმიტომ, რომ ზოგადად, არჩევნები არ არის მარტო ცესკოს თავმჯდომარეზე დამოკიდებული, ეს არის ბევრად უფრო სერიოზული საკითხი, ზოგადად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება ნებისმიერ შემთხვევაში რამე რომ მოხდეს და არა კონკრეტულად ერთი ადამიანის. მითუმეტეს, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, "ქართული ოცნების" არჩეული კანდიდატი იქნებოდა ცესკოს თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, დავუჭერდით თუ არა ჩვენ მხარს,“ - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.

გენდერული კვოტირების გაუქმება - "ოცნებასა" და "გირჩს" შორის პოლიტიკური ვაჭრობა შედგა. "გირჩის" ინიციატივა, ქალთა კვოტების გაუქმების შესახებ "ოცნების "დახმარებით პარლამენტში დამტკიცდება, სანაცვლოდ კი იაგო ხვიჩიას პოლიტიკური ჯგუფი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს გიორგი კალანდარიშვილს დაუჭერს. 

მსგავსი სიახლეები