კალანდარიშვილი გაცილებით მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული - მაჭარაშვილი
"ეს ხალხი ებრძვის ამ ინსტიტუციას, არა მხოლოდ პირადად გიორგი კალანდარიშვილს" - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აკეთებს.
როგორც მაჭარაშვილი ამბობს, მომდევნო სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილს ცესკოს თავმჯდომარედ დაამტკიცებენ.
ეს ხალხი ებრძვის ამ ინსტიტუციას, არა მხოლოდ პირადად გიორგი კალანდარიშვილს, მაგრამ მთავარია ის, რომ ის მიიღებს იმ რაოდენობას ხმისას და გაცილებით მეტს, ვიდრე არის კანონით გათვალისწინებული. საზოგადოება ირჩევს შინაარსიან ხელისუფლებას და ფასადური ხდება თქვენი ტელევიზია და ოპოზიცია,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურების არჩევა ისევ ჩავარდა. ცესკოს თავმჯდომარეობისთვის საკმარისი ხმები გიორგი კალანდარიშვილმა ვერ მოაგროვა.