პარლამენტის სახურავზე, სავარაუდოდ, სპეცსამსახურების თანამშრომლები განლაგდნენ - სპეცრაზმია შიდა ეზოშიც
ხალხის დიდი პროტესტის ფონზე განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს პარლამენტში. "პირველების" კამერამ ცოტა ხნის წინ გადაიღო პარლამენტის შენობის სახურავზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცები. სავარაუდოდ, სახურავზე ხდება სპეცსამსახურების თანამშრომლების განლაგება. არ არის გამორიცხული, ეს იყოს ის ჯგუფი, რომელსაც ინტერნეტ სიგნალის ჩახშობა ევალება იმისთვის, რომ რუსთაველიდან ტრანსლაცია არ მოხდეს. საპოლიციო დანაყოფებს და სპეცრაზმელებს გამაგრებული აქვთ პარლამენტის შიდა ეზოც.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.