გინება და დაპირისპირება პარლამენტში
გინება და დაპირისპირება პარლამენტში - კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც არმაზ ახვლედიანმა "ოცნებას" და მათ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს მიმართა.
არმაზ ახვლედიანის გამოსვლას ხმაური მოჰყვა დარბაზში - მისი სიტყვები მიუღებელი აღმოჩნდა "ოცნების" მაგინებელი დეპუტატისთვის დიტო სამხარაძისთვის.
გინებას თქვენს თავზე რატომ იღებთ? - მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს ვოლსკიმ, რომელიც სხდომას უძღვება.
პარლამენტში რუსული კანონის განხილვა კამათის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია "ოცნებას" მოუწოდებს, რომ გადაიდოს კანონპროექტზე მსჯელობა და გაიწვიოს ოცნებამ კანონპროექტი.