ქართველების ხელით ხდება დოკუმენტურად ჩვენი ქვეყნის გადაფორმება რუსეთზე - ხაზარაძის მიმართვა პოლიციელებს

16.04.24 20:11
ქართველების ხელით ხდება დოკუმენტურად ჩვენი ქვეყნის გადაფორმება რუსეთზე - ხაზარაძის მიმართვა პოლიციელებს

„პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, როცა ქართველების ხელით ხდება დოკუმენტურად ჩვენი ქვეყნის გადაფორმება რუსეთზე“ - ამ სიტყვებით მიმართავს პარლამენტის წინ პოლიციელებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი რუსეთის დავალებას ასრულებენ

„მოღალატეების დაცვა იქნება დიდი სირცხვილი“ - მიმართავს პოლიციელებს ხაზარაძე.

იმიტომ, რომ მარტო რომ დავრჩებით, მივხვდებით ერთ რამეს, თქვენს შვილებს ხვალ რა მომავალი ექნება - ბევრი ღალატი გვინახავს, მაგრამ პირველად ხდება, რომ დამოუკიდებელ საქართველოში, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები ხელის მოწერით, დოკუმენტურად აფორმებენ ჩვენი ქვეყნის მომავალს რუსებზე,“ - ამბობს ხაზარაძე.
 

მსგავსი სიახლეები