მიშელი: კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს EU-ში გაწევრიანების ტრაექტორიას და დააშორებს საქართველოს EU-ს
"კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს EU-ში გაწევრიანების ტრაექტორიას და დააშორებს საქართველოს EU-ს და არა დაახლოებას" - ამ განცხადებას შარლ მიშელი სოციალურ ქსსელში ავრცელებს და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას და საპარლამენტო განხილვების დაწყებას ეხმაურება.
ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ გასული წლის დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და მის გაწევრიანების ტრაექტორიას. ის დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან და არ დააახლოებს მასთან," - წერს მიშელი.