სპეცრაზმი პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოიყვანეს (ფოტო/ვიდეო)

16.04.24 20:30
სპეცრაზმი პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოიყვანეს (ფოტო/ვიდეო)

 

 

სპეცრაზმი პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოიყვანეს. რამდენიმე წუთის წინ მათ სამთავრობო კვარტალში განთავსებული სახელმწიფო უწყებების შენობები დატოვეს, სადაც ისინი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. არიან ფარებით და ხელკეტებით მობილიზებულები.

ადგილზე იმყოფება ზვიად ხარაზიშვილი იგივე "ხარება" - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თუმცა ის "პირველების" კითხვებს არ პასუხობს.

პარლამენტთან არის უკვე წყლის ჭავლის მანქანაც.

პარლამენტის წინ აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს. ისინი ოცნებას მოუწოდებენ რუსული კანონის გაწვევისკენ.

ადგილზე სამართალდამცავების უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული, ისინი "ქართული ოცნების" დეპუტატებს იცავენ, რომლებიც დღეს კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები