თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამ ქვეყანაში "ოცნების" ადგილი აღარ იქნება - ნიკა გვარამია

16.04.24 21:16
თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამ ქვეყანაში "ოცნების" ადგილი აღარ იქნება - ნიკა გვარამია

რუსეთის შიში მორჩებათ უკან, ამ კანონს მიიღებენ და ამ ქვეყანაში მათი ადგილი აღარ იქნება - ამის შესახებ პარტია "ახალის" თავმჯდომარემ, ნიკა გავარმიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ისევე როგორც ყველა უზურპატორს ეშინიუა ხალხის ძალის: 

"ქართულ ოცნებას" ეშინია რუსების, საერთოდ, "ქართულ ოცნებას" და ყველა უზურპატორს ეშინიათ ხალხის ძალის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ ჩვენი ძალა. რუსეთი შორსაა, ჩვენ აქ ვართ. რუსეთი მოძალადეა, ჩვენ მხარეს სიმართლეა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და იმიტომ ვითხოვთ მათგან - წავიდნენ, ისე რომ ეს ქვეყანა არ დააზიანონ. რუსეთის შიში მორჩებათ უკან, ამ კანონს მიიღებენ და ამ ქვეყანაში მათი ადგილი აღარ იქნება. ამ ქვეყნის გზა არის ევროპა, ევროპის გარეშე ამ ქვეყანას არ დავატოვებინებთ არავის, ვინც არ უნდა იყოს ის, ივანიშვილი იქნება თუ სხვა თვითგამოცხადებული ოლიგარქი, უზურპატორი და ასე შემდეგ. 

მსგავსი სიახლეები