ხალხთან ჩამოდიო, ავდგე, თავი გადავდო და შევაკვდე იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ, მერე რას შვებით? - ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით - მდინარაძე

16.04.24 21:19
ხალხთან ჩამოდიო, ავდგე, თავი გადავდო და შევაკვდე იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ, მერე რას შვებით? - ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით - მდინარაძე

 

 

"ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს მერე რას გამოიწვევს?" - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, აქციაზე გასვლის შემთხვევაში, 10-20 პროვოკატორი ყოველთვის გამოჩნდება და ეს ესკალაციას გამოიწვევს.

თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია რომ იყოს, არ ვიზამდი ამას, არ მოგმართავდით, რომ „ახლა წამოდი აქციაზე“, ასეთ რისკზე თქვენ არ შეგაგდებდით. 10-20 პროვოკატორი ყოველთვის გამოჩნდება 1000-2000 ან 10 000 ადამიანში და შემდეგ რამხელა ესკალაციას გამოიწვევს. ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. როგორ შეიძლება ეს ვუთხრათ ერთმანეთს.

იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს მერე რას გამოიწვევს? კარგი, მე თავი რომ გადავდო და შევაკვდე იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში ჩემი რწმენით და არგუმენტებით, ქართულია, მერე რას შვებით? ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები