9 აპრილს საბჭოთა პოლიცია გადავიდა ხალხის მხარეს, მათგან აიღეთ მაგალითი - პაატა ბურჭულაძე ძალოვანებს
მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ქართულ პოლიციას ქართველი ხალხის გვერდით დგომა ურჩია. მისი თქმით, საზოგადოებაში მათ მიმართ ჯერ კიდევ არსებობს პატივისცემა და სიყვარული.
მსოფლიო ბანმა პირდაპირ თქვა, რომ სწორედ პოლიციის პირველი ვალდებულებაა, ქვეყნის მომავალი დაიცვას.
ვალდებულები ვართ, ავიცვათ ჩვენი სამშობლო. ეს ჩვენ გვიწერია არა მარტო კონსტიტუციაში, არამედ გვიწერია ჩვენს გულებში, ჩვენს სისხლში, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ჩვენი მომავალი. ერთაერთი პროფესია, რომელმაც უნდა დაიცვას აქ, არის პოლიცია. იმათ მინდა შევახსენო ერთი რამ, რომ ჯერ კიდევ არის პატივისცემა და სიყვარული მათ მიმართ. აქ, ზუსტად ამ ადგილას, 9 აპრილს, როდესაც ქართველი ხალხის სისხლი იღვრებოდა, საბჭთა პოლიცია გადავიდა ხალხის მხარეს. ასე რომ, მათგან აიღეთ მაგალითი, - თქვა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას.